10+წელი
231+განხორციელებული პროექტი
43სხვადასხვა ინდუსტრია
NEXT LEVELამ ლეველზე მხოლოდ ჩვენ გადაგიყვანთ.
SiMS / მარკეტინგული კომპანია
რეკლამა გაქვს.
შეკვეთები?
თუ პასუხია „ცოტა“, გვაქვს სალაპარაკო. ვამოწმებთ შეთავაზებას, კონტენტს და რეკლამას. ვნახულობთ, სად იკარგება კლიენტი და რას ვცვლით.
გავარჩიოთ შენი ბიზნესისად გეკარგება კლიენტი?
- 01ვერ გპოულობს?ვარჩევთ არხს და აუდიტორიას.
- 02გნახა და გამოტოვა?ვცვლით მესიჯს და ვიზუალს.
- 03მოგწერა და გაქრა?ვამოწმებთ შეთავაზებას და პასუხს.
- 04იყიდა. მერე?ვგეგმავთ, რატომ უნდა დაბრუნდეს.
ჯერ ვპოულობთ პრობლემას. ბიუჯეტის გაზრდა მოიცდის.
საქმე
რას ვაკეთებთ რეალურად?
ხუთი კითხვა, რომელსაც დაწყებამდე ვსვამთ.

01 შენი ბიზნესის შესწავლა
ვარკვევთ, როგორ მუშაობს შენი ბიზნესი, რა გჭირდება და სად არის ზრდის შესაძლებლობა.
02 სამოქმედო გეგმა
განვსაზღვრავთ მიზნებს, პრიორიტეტებს, სამუშაოს მოცულობასა და ბიუჯეტს.
03 გეგმის განხორციელება
ვქმნით სარეკლამო კამპანიებს, ვტესტავთ სხვადასხვა მიდგომას და ვამოწმებთ მათ ეფექტიანობას.
04 მხოლოდ ზარებს არ ვითვლით
ვაკვირდებით, რომელი არხებიდან მოდის მოთხოვნები და რა ხდება მომხმარებლის დაკავშირების შემდეგ. სრული სურათი გვჭირდება და არა ცალკეული ციფრები.
05 ანგარიშს რეალობა წერს
ვადარებთ დაგეგმილსა და მიღებულს. რამ გაამართლა, რამ ვერა და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ — გადაწყვეტილებებს მონაცემებზე ვაფუძნებთ.

ანგარიში
ფული დაიხარჯა.
რა დაბრუნდა?
აი, რაზე ვაბარებთ ანგარიშს.
- რამდენი დაიხარჯა?
- პლატფორმებზე დახარჯული სარეკლამო ბიუჯეტი.
- რა დაჯდა მოთხოვნა?
- ხარჯი თითო ზარზე, შეტყობინებაზე ან შევსებულ ფორმაზე.
- ვინ მოგვწერა?
- პოტენციური კლიენტი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე.
- რამდენი გაიყიდა?
- გაყიდვისა და შემოსავლის მონაცემები — შენი გუნდისგან.
რას აკეთებთ ჩემი ბიზნესისთვის?
შენს ბიზნესს უბრალოდ რეკლამა არ სჭირდება. შედეგი სჭირდება.
ვადგენთ სტრატეგიას, ვქმნით კონტენტს, ვმართავთ სოციალურ მედიასა და სარეკლამო კამპანიებს. რაც მუშაობს, ვაძლიერებთ. რაც არ მუშაობს, ვცვლით.
დიდი ციფრები კარგია. რეალური შედეგი — უკეთესი.
რეკლამის საფასური ცალკე უნდა გადავიხადო?
კი. ჩვენი მომსახურების ფასი ერთია, სარეკლამო ბიუჯეტი — მეორე.
რეკლამაში რამდენს დახარჯავ, შენ წყვეტ. ჩვენ გირჩევთ, რა ბიუჯეტია გონივრული შენი მიზნებისთვის და რომელ პლატფორმაზე ჯობს მისი დახარჯვა.
რამდენი ხნით უნდა დაგიქირავოთ?
ერთ კვირაში სასწაულებს არ ვყიდით.
თანამშრომლობის მინიმალური ვადა 3 თვეა. ეს დრო გვჭირდება, რომ სტრატეგია საქმეში გამოვცადოთ, შედეგები შევაფასოთ და საჭირო ცვლილებები შევიტანოთ.
ერთჯერადი პროექტები ცალკე შეთანხმებით.
მითითებული ფასი საბოლოოა?
კი. საიტზე მითითებულ ფასს დღგ არ ემატება. რასაც ხედავ, იმას იხდი.
დამატებითი სამუშაო — მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით. მოულოდნელი ხარჯების გარეშე.
შედეგს როდის ვნახავ?
შედეგის ვადა დამოკიდებულია შენს ბიზნესზე, ბაზარზე, ბიუჯეტსა და საწყის მდგომარეობაზე.
პირველივე ეტაპზე ვთანხმდებით, რას ვზომავთ და როგორ ვაფასებთ პროგრესს. შემდეგ ციფრებს ვაკვირდებით და არა ვარაუდებს.
ჩემი მონაცემები ჩემთან რჩება?
შენი ბიზნესია. ანგარიშებსა და მონაცემებზე კონტროლიც შენ გეკუთვნის.
ჩვენ მათ სამართავად გვქირაობ, არა დასაკუთრებისთვის.
თანამშრომლობის დასრულებისას შენს მონაცემებს სუვენირად არ გავიყოლებთ.
მომხმარებელს ვინ პასუხობს — თქვენ თუ მე?
მომხმარებლის მოყვანა ჩვენი საქმეა. მასთან საუბარი — შენი.
ზარებს, შეტყობინებებსა და განაცხადებს შენი გუნდი ან წინასწარ შეთანხმებული პასუხისმგებელი პირი პასუხობს.
თუ CRM-ის გამართვა ან დამატებითი ინტეგრაციები გჭირდება, ამაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ.
შენი ჯერია
შენ იცი, რას ყიდი.
ჩვენ ვიცით, როგორ გავყიდოთ.
სამი რამ გვაინტერესებს: რას ყიდი, რა გინდა და რა არ მუშაობს. 24 საათში გიპასუხებთ.

ახალი მიმართულება / COMMERCIAL FILM PRODUCTION